22 нояб. 2008 г.

1. პროექტის სახელი: თიხა და თიხის ნაკეთობები
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ თიხის წარმოშობის ისტორიას. მის თავისებურებას და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს და მსოფლიოს იმ ქვეყნებს სადაც მოიპოვება თიხა. იკვლევენ თიხის გამოყენების ისტორიას. შეისწავლიან იმ ეპოქას, როცა აქტიურად გამოიყენებდნენ თიხის ჭურჭელს. მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესახებ. გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის. რა ცვლილება განიცადა თიხის დამუშავებამ უძველესი დროიდან დღემდე.
შეისწავლიან თიხის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით (ჭურჭელი, სამკაულები, სუვენირები, საამშენებლო, მედიცინა, კოსმეტიკა, თოჯინები) დაამუშავებენ თიხას და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6 - 17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3/4 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას თიხაზე მუშაობის უძველეს ტრადიციებზე, მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს, პრეზენტაციებს, საქველმოქმედო აქციებს, ესტუმრებიან მუზეუმებს, სახელოსნოებს, ადამიანებს რომლებიც მუშაობენ თიხის ნაკეთობებზე. მოეწყობა ექსკურსიები იმ რეგიონში სადაც მოიპოვება თიხა.
8. სარგებელი სხვებისთვის: საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით დაეხმარებიან მზრუნველობა მოკლებულ და მიუსაფარ თანატოლებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, კერამიკა, ხატვა, ქართული, ისტორია, მატემატიკა.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 124-ე სკოლა;
თბილისის 67-ე სკოლა;
ზუგდიდის მე -5 სკოლა;
ქუთაისის მე -19 სკოლკა;
თბილისის ვარკეთილის საჯარო სკოლა;
თბილისის 79-ე სკოლა;
თბილისის 63-ე სკოლა;მარინა წკრიალაშვილი-ხელოვნების მასწავლებელი
ქუთაისის 44-ე სკოლა;
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
თამუნა ანთაძე -წმიდა გიორგის სახელობის საერო სკოლის დაწყებითების პედაგოგი
მაკა ხელაძე -წმიდა გიორგის სახელობის საერო სკოლის დაწყებითების პედაგოგი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: antadze.2a@gmail.com
kheladze.2b@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: წაიკითხეთ
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tixisnaketobebi.blogspot.com/

14 комментариев:

ანი ბედენაშვილი комментирует...

თამუნა და მაკატერინე, ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი, ყოჩაღ!!! ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება :)) ყოჩაღ, გოგონებო !!! :)))

მარინა ტარუღიშვილი комментирует...

თამუნა,ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია.მე,როგორც ისტორიკოსს,ყოველთვის მაინტერესებს
ეთნოგრაფიული ეტიუდები,რადგანაც აქ არის ჩაბუდებული ქართული სული.
მეთუნეობა საქართველოში წარმატებით
ვითარდებოდა.
ქართველი კაცისათვის დღესაც ძვირფასია თიხის ფიალით წარმოთქმული
სადღეგრძელო.ამაშია ქართული მადლი
და წინაპართა არდავიწყება.
იმედია,პროექტი წარმატებას მიაღწევს.



მარინა ტარუღიშვილი

124-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

ანა ცხვარიაშვილი комментирует...

momecona tqveni proeqti

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

თამუნა ჩემთვის სიახლე იყო შენი პროექტი .
ძალიან საინტერესოა.
მოგვეწონა ზუგდიდში. წარმატებას გისურვებთ

tea комментирует...

Zalian momewona Seni priekti.yozag

janulia комментирует...

ქ. ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლას სურს თქვენს პროექტში მონაწილეობის მიღება.

Khatuna Kumelashvili комментирует...

თამუნა და მაკა, გილოცავთ!!! წარმატებებს გისურვებთ პროექტის განხორციელებაში....

ლელა მანჯავიძე комментирует...

momwons tqveni proeqti, survili maqvs mivigo monawileoba da chavrto chemi skolis jgufi tqvens proeqtshi. pativiscemit lela manjavidze, q.qutaisi,#19 skolis biologiis maswavlebeli

magda комментирует...

დავინტერესდი პროექტით ,,თიხა და თიხის ნაკეთობები'' ძალიან საინტერესოა, წარმატებებს გისურვებთ

magda комментирует...

გამარჯობათ! ძალიან საინტერესოა პროექტი ,,ენაში გაფანტული მარგალიტები", გისურვებთ წარმატებებს, მადლობთ

megiko комментирует...

საინტერესო პროექტი გავაკეთეთ 56-ე სკოლაში ვერაზე,სადაც ერთი თავი მივუძღვენით მეთუნეობას.ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი,გისურვებთ წარმატებებს

irma комментирует...

dalian mogvecona tkveni proekti da gvsurs chvenc mivigot am proektshi monacileoba.

nana комментирует...

მოგესალმებით თამუნა და მაკა. ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროექტმა.მაქვს სურვილი ჩავერთო თქვენს პროექტში.გთხოვთ ჩამწეროთ მონაწილეთა სიაში. მე ვარ 79-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი - ნანა ბარიშვილი.

eka комментирует...

მოგესალმებით თამუნა და მაკა, თქვენი პროექტი ძალიან მომეწონა.სურვილი მაქვს,ჩავერთო მასში და გთხოვთ,ჩამწეროთ მონაწილეთა სიაში

ეკატერინე ბლიაძე

თბილისის 79-ე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი