22 нояб. 2008 г.

1. პროექტის სახელი: თიხა და თიხის ნაკეთობები
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ თიხის წარმოშობის ისტორიას. მის თავისებურებას და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს და მსოფლიოს იმ ქვეყნებს სადაც მოიპოვება თიხა. იკვლევენ თიხის გამოყენების ისტორიას. შეისწავლიან იმ ეპოქას, როცა აქტიურად გამოიყენებდნენ თიხის ჭურჭელს. მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესახებ. გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის. რა ცვლილება განიცადა თიხის დამუშავებამ უძველესი დროიდან დღემდე.
შეისწავლიან თიხის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით (ჭურჭელი, სამკაულები, სუვენირები, საამშენებლო, მედიცინა, კოსმეტიკა, თოჯინები) დაამუშავებენ თიხას და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6 - 17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3/4 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას თიხაზე მუშაობის უძველეს ტრადიციებზე, მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს, პრეზენტაციებს, საქველმოქმედო აქციებს, ესტუმრებიან მუზეუმებს, სახელოსნოებს, ადამიანებს რომლებიც მუშაობენ თიხის ნაკეთობებზე. მოეწყობა ექსკურსიები იმ რეგიონში სადაც მოიპოვება თიხა.
8. სარგებელი სხვებისთვის: საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით დაეხმარებიან მზრუნველობა მოკლებულ და მიუსაფარ თანატოლებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, კერამიკა, ხატვა, ქართული, ისტორია, მატემატიკა.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 124-ე სკოლა;
თბილისის 67-ე სკოლა;
ზუგდიდის მე -5 სკოლა;
ქუთაისის მე -19 სკოლკა;
თბილისის ვარკეთილის საჯარო სკოლა;
თბილისის 79-ე სკოლა;
თბილისის 63-ე სკოლა;მარინა წკრიალაშვილი-ხელოვნების მასწავლებელი
ქუთაისის 44-ე სკოლა;
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
თამუნა ანთაძე -წმიდა გიორგის სახელობის საერო სკოლის დაწყებითების პედაგოგი
მაკა ხელაძე -წმიდა გიორგის სახელობის საერო სკოლის დაწყებითების პედაგოგი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: antadze.2a@gmail.com
kheladze.2b@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: წაიკითხეთ
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tixisnaketobebi.blogspot.com/